Foto

ალეკ ბოლდვინმა ფილმის გადაღების დროს შემთხვევით, ოპერატორი მოკლა და რეჟისორი დაჭრა

ნიუ-მექსიკოში, ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა.
42 წლის ფოტოგრაფიის დირექტორი ჰალინა ჰატჩინსი,  საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს და ნიუ -მექსიკოს უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალის მიერ გარდაცვალების ფაქტი დადგინდა.

დაჭრილი რეჟისორი ჯოელ სოუზა, რომელიც 48 წლისაა, წმინდა ვინსენტის რეგიონალური სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობის შესახებ, დეტალები არ გავრცელებულა.

პოლიციის შერიფის ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო ჯერ დაკავებული არავინაა. 

"ჟანგი" არის ვესტერნის სტილის ფილმი, რომელის მოქმედება 1880 -იან წლებში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ: ბოლდუინი, ტრევის ფიმელი და ჯენსენ აკლესი.