საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ განიხილავს ციხის რომელიმე საავადმყოფოში გადასვლას. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის მიცემული პირობის გატეხვა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში თავიდან აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ექიმების მიერ შერჩეულ კლინიკაში გადაიყვანდნენ.
"მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უკანონობა, ამის შემდეგ, არის მიცემული პირობის გატეხვა, იმიტომ, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის ფარგლებში პირველი დღიდან აცხადებდნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ექიმების მიერ შესრჩეულ კლინიკაში. ახლა ის, რომ რომელიღაც პერსონალურ მმართველში, რომელიღაც ხელის ბიჭში პერსონალურმა ბოღმამ გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანოს ციხესთან არსებულ საავადმყოფოში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე იქნება.
მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რომელიღაც ციხის საავადმყოფოში არის უბრალოდ შეუძლებელი და ამაზე ამ ვარიანტს ბატონი პრეზიდენტი საერთოდ არ განიხილავს. მისი ამმოძრავებელი ძალა ამ ეტაპზე არის ის განცდა, რომელიც ხალხის მიმართ გააჩნია". - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press