"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილს Facebook სტატუსით ეხმაურება.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებები მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადია.
"ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას.
პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება”.
კონტროლი აქვს დაკარგული ეს გასაგებია, მაგრამ ის რაც დღეს თქვა არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადი" - წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, რაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ უქმნის უხერხულობას, რომ ხელისუფლებაში ყოფნიდან 9 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საარჩევნო რეკლამებში კვლავ წინა ხელისუფლების მიმართ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა, პასუხობს და ამბობს, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არ მისცემეს იმის საშუალებას, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ და ტყუილები ილაპარაკონ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press