უკვე ძაან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი. სამეგრელოში დაიარა და ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს. - ასე პასუხობს ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხდებებს.
მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ პრემიერ-მინისტრი დადის ქალაქ-ქალაქ და საარჩევნოდ მათხოვრობს.
"უკვე ძაან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი. ახლა დააკვირდით, სამეგრელოში დაიარა და ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს. ჩვენ ვართ კონსტიტუციის ქუჩა, ეს ქუჩა ქუჩას გავს? ასე არის ფოთის ქუჩების 80%. იცის ღარიბაშვილმა, რომ ის ხალხი ვინც გვერდზე ედგნენ ბატონი ხახუბია, ბატონი ლატარია და მათი ხელის ბიჭი მერობის კანდიდატი ვაჭარაძე, ეს ხალხი რომ ფოთს აყროლებს თევზის სუნად, იცის რომ ეს ხალხია დამნაშავე?სამარცხვინოა პრემიერ მინისტრი რომელიც დადის ქალაქ-ქალაქ და მათხოვრობს." - ამბობს უგულავა ტელეკომპანია ფორმულასთან.
ცნობისთვის, დღეს, 22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი წინასაარჩევნოდ ფოთში იმყოფებოდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press