საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „იმედმა“ საშუალებით გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მალევე მოხერხდეს მისი სასამართლოში მიყვანა.
"ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?"- წერს სააკაშვილი Facebook-ზე.
საუბარია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ვიდეოზე, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. ტელეკომპანიის თქმით, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press