საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
ბექა ბალისაიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო, მას შემდეგ, რაც გამწარდა იმ ფაქტზე, რომ ვერ უზრუნველყო სააკაშვილის სრული იზოლაცია.
"ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა რომ საზღვრის კვეთის საქმეზე წინასასამართლო პროცესი განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი კომიკურია.
ღარიბაშვილი იმდენად გამწარდა, რომ ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია გარესამყაროსგან, პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა რაღაც ღონისძიებები გადაედგათ. რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ", - განაცხადა ბასილაიამ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press