რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს უფლება, ეცადოს, ვეტო დაადოს ან შეაჩეროს რომელიმე სუვერენული ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, ხოლო სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი გზა.
„ნატო-ს 30 ქვეყნის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად, შეუერთდეს ალიანსს. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ან სიტყვა თქვას ამ პროცესში, რადგან უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა. შესაბამისად, უკრაინის გადასაწყვეტია ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვა. შემდეგ, რა თქმა უნდა, 30 მოკავშირის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად, როდის დააკმაყოფილებს უკრაინა ნატო-ს სტანდარტებს.
ნატო-ს გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფაქტობრივად ხელს უწყობდა ევროპაში მშვიდობას, სტაბილურობას და შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში რუსეთს არ უნდა ეშინოდეს და არავითარ შემთხვევაში რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ეცადოს, ვეტო დაადოს ან შეაჩეროს რომელიმე სუვერენული ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინის ბოლო ვიზიტი უკრაინას ნატო-ში კარს უღებს.
„ჩამოვიდა თავდაცვის მინისტრი, რომელიც, თავისი არსით უკრაინას ნატო-ში კარს უღებს. არსებითად, მისი განცხადების სწორედ ასე განმარტებაა საჭირო და შესაძლებელი. ის ამბობს, რომ ყოველ ქვეყანას აქვს უფლება, აარჩიოს. არავინ ამბობს არას, არავინ“, - განაცხადა პუტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press