Foto

ღარიბაშვილი სააკაშვილზე - ვინ უშლის ჭამას? რატომ შიშმილობს?

ვინ უშლის ჭამას? რატომ შიშმილობს?, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პატიმარი სააკაშვილი არასდროს იქნება პრივილეგირებული სხვა პატიმრებისგან.

„ერთი რამ მინდა გითხრათ, ვინ უშლის ჭამას? რატომ შიმშილობს? პატიმარი სააკაშვილი არასდროს არ იქნება პრივილეგირებული, რამდენიმე ათასი პატიმარია ციხეებში, მათაც ჭირდებათ მზრუნველობა, პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის, ხალხის და მომავლის წინაშე, ვიდრე სხვა პატიმრებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა პრემიერი მიუხედავად ევროპარლამენტარების მოწოდებებისა, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ ეს გამორიცხულია.

„გამორიცხულია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.