ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ თვითონ როგორ მოიმოქმედებდნენ აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული პანიკა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სამეგრელოში მობილიზებულ სპეცრაზმთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ძალადობის დრო დამთავრებულია და აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს.
„ჩვენს მოსახლეობას მინდა ავუხსნა, სრული პასუხისმგებლობით და ამასთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადებაც. გუშინ ღამით, თუ მიაქციეთ ყურადღება სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა, არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს ჩვენ ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში და სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას, ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. ეს უკავშირდებოდა იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press