Foto

ადვოკატები - გულის გაჩერების რისკია, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ შეიძლება

დღესათვის უკვე დამამშვიდებელი განცხადებების გაკეთება შეუძებელია, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ დღეს მივმართოთ საოზგადოებას და ხელისუფლებას - საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მისი გადაყვანა არა ციხის საავადმყოფოში, არამედ მრავალპროფილურ კლინიკაში მოხდეს. 

"ჩვენ ვხედავთ რო ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები კეთდება. იუსტიციის მინსიტრის განცადებით, არ ყოფილა განხილვა საააკშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყავნის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. ციხის მე-18 დაწესებულება  არ წარმოადგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის მულტიფუნქციურ კლინიკას. აქ არ არის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა. ჩვენ ველოდებით ახსნა-განმარტებას, მაგრამ ვიცით რო არ არის ციხის კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფი, დოპლერი, რაც პირდაპირ არის ჩაწერილი კონსილიუმის დასკვნაში.

ამას გარდა არსებობს ყველაზე მაღალი რისკი, რაც ემუქმრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი, ამიტომაც საჭიროა ინტერვენციული კარდიოლოგიო, ამბიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, იმპლანტაციის შესაძლებლობა. აღნიშნული ამ კლინიკაში არის შეუძლებელი. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომს სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ციხეში, ეს მაინც არ იძლევა სხვადასხვა პროფილის მომსახურების მიღების შესაძლებლობას. სააკაშვილის პრობლემები ძან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო საჭროებისა. კარდიოლოგიური განყოფილება ციხეში არ არის სრულად აღჭურვილი."- ამბობს სააკაშვილის უფლებადამცველი. 

ნიკაგვარამიას თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ცდილობს შექმნას იმიტირებული ბუნტი, რომელიც ექსპრეზიდენტის ლიკვიდაციით დასრულდება. 

"ჩვენ, უფლებადამცველები პირველ რიგში ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ციხის სავადმყოფო არ არის მინიმალური გარანტიაც კი უსაფრთხოების დაცვის. ჩვენი ინგფორმაციით, ციხის სავადმყოფო  გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლმები იქნება იმიტირებული დღევანდელი ხელისუფლების მიერ და იქნება ეს იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება საააშვილის ლიკვიდაციათ. ეს ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და ვაცხადებთ, რომ არ შეიძლება სააკაშვილი იქნა გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში. "

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველემი მოითხოვენ, რომ ადვოკატების ჩართულობით, გადაიხედოს აღნიშნული გადაწყვეტლება და დაუყოვნებლივ გადაწყვდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი.

"მოვითხოვთ, რომ მიმდინარე საათებში გადაწყდეს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციის საკითხი და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო.

გადაწყდეს არა მხოლო პირადი ექიმის მონაწილეობით, არამედ ადვოკატების მონაწილეობით, რადგა ეს არა რის მხოლოს ჯანდაცვის საკითხი, რადგან ეს არის უფლებადაცვით საკითხიც. ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი, მანდ უფლებადამვცელი უნდა იმყოფებოდეს.

ვთხოვთ სახალხო დამცველს მოახდინოს დაუყოვნებლივ მონიტორინგი არამარტო სააკაშვილის მდოგმარეობის, არამედ ციხის საავადმყოფოს შესაბამისობის.იგივეს ვთხოვთ ჯანდაცვის მინისტრს. 

მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს, მიშა გამაგრდი, შენი ბედი არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების ხელში. ჯანმრთელობას გაუფრთხილდი პირველ რიგში, ამ ქვეყანას შენ სჭირდები ჯანმრთელი,ამიტომაც პირველ რიგში იფიქრე შენს ჯანმრთელობაზე. მთელი ჩვენი გუნდი იბრძვის იმისათვის, რომ შენ გამოგიხსნას ამ რეჟიმისგან და შენი სიცოცხლე არ იყოს საფრთხის ქვეშ"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.