ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც პრემიერმა მელიას "კრიმინალი და უინტელექტო" უწოდა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ასეთ განცხადებები საარჩევნო კამპანიაში ეხმარება.
"ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს, რაც მართალია მართალია. ცა უნდა ჩამოვარდეს და მიწა გასკდეს და ჩავარდეს, ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსალურად, ჩვენს საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება. ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს შეჩვევასთან, აღარ უკვირს ადამიანებს. პრემიერმინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმს იცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება."- ამბობს ნიკა მელია.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press