Foto

ღარიბაშვილი - სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ აღარ დგას კანონზე მაღლა, როდესაც აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა

ყველა პირობა არის შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება, -  ასე ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველების მოთხოვნას, სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავაშირებით. 

მისი თქმით, ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს საჭიროების შემთხვევაში ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

,,ამის თაობაზე ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განმარტება, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს საჭიროების შემთხვევაში გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში. პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს, რომ აღარ არის პრეზიდენტი, როდესაც კანონზე მაღლა იდგა, ჩაგრავდა, აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა. მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება, თუ საჭირო იქნება გადაიყვანენ და შემდეგ ისევ დააბრუნებენ საკუთარ საკანში. ეს ადამიანი თვითონ შიმშილობს, თუ დიეტაზეა, ამაზე მოგვიანებით განმარტებას გავაკეთებ, მაგრამ თავად იზიანებს თავის ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ციხის ადმინისტრაციის და პენიტენციური დაწესებულების ვალდებულება. ამასთან, დამატებით ექიმების ჯგუფიც ჩავრთეთ პროცესშიც, რომ ნაკლები საბაბი მიგვეცა სპეკულირების. ყველა პირობა არის შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება“, - ამბობს ღარიბაშვილი.