კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა.
„ოქტომბრის დასაწყისში გადავიტანე კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობდი, მეგონა მდგომარეობიდან გამოვედი. შემდეგ მივხვდი, რომ დამატებითი დატვირთვა კომფორტული არ იყო. ჩივილები გამიჩნდა, ამიტომ შევაჩერე აქტივობა კონსილიუმში. აღარ ვმონაწილეობ“- ამბობს კარდიოლოგი.
ზურაბ ფაღავას განცხადებით, კონსილიუმის დატოვებამდე გასცა ყველა საჭირო რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
„რეკომენდაციები დატოვებულია და ხელმოწერილია. მკაფიოდ არის განსაზღვრული ყველაფერი, რა ანალზიებია გასაკეთებელი, რა შემთხვევაში უნდა დადგეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და რა ტიპის ჰოსპიტალია რეკომენდირებული - მკვალიფიციური ჰოსპიტალი. აბსოლუტურად ყველამ, ენდოკრინოლოგმა ნევროპათოლოგმა, ჰემატოლოგმა, რეანიმატოლოგმა და მე ხელი მოვაწერეთ ამას",- განაცხადა ფაღავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა შიმშილობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press