რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას?, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ექს-პრეზიდენტს აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მხარდამჭერები მას საავადმყოფოდან გაიყვანენ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია შიმშილობაზე, იუსტიციის სამინისტრო კი, შიმშილობის გამო გართულებაზე რეაგირებაზე.
„შესაბამისი უწყება, იუსტიციის სამინისტრო აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას. თვითონ შიმშილობაზეა პატიმარი პასუხისმგებელი, მაგრამ ამ შიმშილობის გამო გართულებაზე რეაგირება იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, უწყება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press