საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროება არ დგას. მისი თქმით, უნდა გატარდეს წამახალისებელი ღონისძიებები და მნიშვნელოვანია, იმ მიზეზების გამოკვლევა, თუ რატომ ამბობს უარს მოქალაქე ვაქციანზიაზე.
„ერთპიროვნულად არავინ წყვეტს ამ საკითხს - ჩვენ საკოორდინაციო საბჭოზე ვმსჯელობთ და შემდეგ ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას. საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია.
ჩვენ ვაწარმოებთ არაერთ სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც, ძირითადად, დაყრდნობილია საინფორმაციო კამპანიასა და ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც იძლევა გარკვეულ ეფექტს და ამ ეტაპზე ჩვენ იძულებითი ვაქცინაციის საფუძველს ვერ ვხედავთ.
მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მაქსიმალურად ავუხსნათ მოსახლეობის თითოეულ რგოლს, რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი, წავახალისოთ ვაქცინაცია და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. მე ვთქვლი, რომ ამ ეტაპისთვის, ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვჭირდება. მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ თითოეული მიზეზი, რატომ ამბობს უარს მოქალაქე ვაქციანზიაზე. “, - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press