Foto

ყვარლის დუბის დედათა მონასტრის მონაზონი, დედა ივლიტა კორონავირუსით გარდაიცვალა

ნეკრესის ეპარქიაში,  ყვარლის დუბის დედათა მონასტრის მონაზონი, დედა ივლიტა კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ვირუსმა ღვთისმსახურის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გააუარესა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თვის წინ, კორონავირუსით ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი გარდაიცვალა. მეუფეს, თბილისში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ორ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდნენ.

Covid 19-ის შემთხვევა დაფიქსირდა ცოტა ხნის წინ, ბოდბის მონასტერშიც, თუმცა ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.