Foto

ჯანდაცვის მინისტრი - სავალდებულო აცრას მოჰყვება ნეგატიური პროცესები, რაც ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს

სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურმალიტებთან განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი თვლის, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება.

ამასთან ეკატერინე ტიკარაძე მოლქალაქეებს აცრის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„მნიშველოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომლებიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. 

კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქლაქეებს, გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის სასარგებლოდ დროულად მიიღონ და დაეხმარონ სახე;მწიფოს ამ მძიმე პერიოდში, როდესაც წინ გვაქვს დასამარცხებელი პანდემია“, - აცხადებს ტიკარაძე.