უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა საქართველოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა და მას ციხეში ხვდება ხვდება.
ომბუდსმენის თქმით, მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანია, რომ გაიგოს რამდენადაა დაცული სააკაშვილის უფლებები და რა სურს თავად ყოფილ პრეზიდენტს.
„დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება მოვინახულოთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. პირადად მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, თუ რამდენად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვისაა საჭირო, მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, რომ გავარკვიო რამდენადაა დაცული აქ მისი უფლებები. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო მიხეილს რა უნდა და შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ“, - ამბობს დენისოვა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press