Foto

EPP მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

როგორც EPP-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ხელისუფლება პასუხისმგებელია ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ სახით გამწვავებაზე.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადაიყვანოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში, ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი სახით გამწვავებაზე", – ვკითხულობთ განცხადებაში.