საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკოს თავმჯდომარის განაცხადებით, 2 ოქტომბერს არჩევნები პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა.
„30 ოქტომბერს მუნიცპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გამიართება საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩასატარებლად.
მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები. არჩევნები იყო კარგად და პროფესიონალურ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რაც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი.
შესაბამისად, დღეს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 ათასზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ახლა კი წინ მეორე ტურია საარჩევნო ადმინისტრაცია 40 საოლქო საარჩევნო კომისია და დაახლოებით 1870 საუბნო საარჩევნო კომისია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მინდა მივმართო საოლქო და საარჩევნო კომისის წევრებს მიუხედავად რა პროფესიული ნიშნით არიან არჩეულები არ დაიშურონ ძალისხმევა და მაღალი პასუხისმგებლობით ჩაატარონ არჩევნები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press