საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების მე–12 დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა შეხვდა.
როგორც უკრაინის ომბუდსმენმა ქვეყნის ექს–პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს კონსილიუმისა და ომბუდსმენის რეკომენდაცია და მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.
მისივე თქმით, ის მოამზადებს სპეციალურ დასკვნას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელსაც გადასცემს უკრაინაში აკრედიტირებულ ელჩებს, ასევე ევროპარლამენტარებს.
"მე მოვამზადებ სპეციალურ დასკვნას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რაც დავინახე საკუთარი თვალებით, რომელსაც გავაგზავნი ევროპარლამენტში. ასევე შევხვდები ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას და ჩამოვაყალიბებთ საერთო პოზიციას. უკრაინაში მოვითხოვ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა მივიტანო მის ყურამდე როგორც არსებული ინფორმაცია, ასევე მიხეილ სააკაშვილისგან პირადად მიღებული ინფორმაცია", – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press