კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაკეთდეს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით.
"დღეს, 2021 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა."- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოში არშემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოში არშემოშვების ფაქტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, ვინაიდან სწორეს მის შესახვედრად ჩამოდიოდა საქართველოში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press