თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. მასწავლებლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ის სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
"ეს უკავშირდება მოახლოებულ მეორე ტურს, მე გახლავართ გლდანის რაიონის გამგეობის კანდიდატის დეიდა, რომელიც წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ და მოვალეობის შემსრულებლად ამ ეტაპზე უშვებენ პიროვნებას, რომელიც არის ქართული ოცნების მხარდამჭერი" - ამბობს თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი "ფორმულასთან" თეა ბრეგვაძე. პედაგოგები ასევე განმარტავენ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, არასერთიფიცირეული კადრით ჩაანაცვლეს.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press