„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიში მოამზადა.
საია–ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ ანგარიში 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველი ტურის ბოლო ერთი კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით, დაძაბულობით გამოირჩეოდა, იყო ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული.
„როგორც პირველი ტურის ბოლო ერთი კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით დაძაბულობით გამოირჩეოდა და დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. ჩვენ ვხედავდით იმას, რომ იყო ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებით ძალადობის ფაქტები გამოვლინდა და თვლით, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით იყო გამოკვეთილი. ასეთი ფაქტები ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ როგორც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, მაგალითად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოს", „საქართველოსთვის", ასევე, გვქონდა ორი შემთხვევა, როცა ამ ძალადობრივ ქმედებებს ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების" კანდიდატის და მათი კოორდინატორის მისამართით. ამ ფაქტებთან მიმართებით ვთვლით, რომ აუცილებელია შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყონ გამოძიება და ეს მნიშვნელოვანია, წარიმართოს დროულად.
ვნახეთ, იყო ტენდენცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ხელის შეშლასთან ფაქტებთან მიმართებით. იყო სხვადასხვა ბანერების, პლაკატების დაზიანების ფაქტები,
ჩვენი დაკვირვების ქვეშ მოექცა 14 ოქტომბრის აქციის წინ, როცა თბილისისკენ მოემართებოდნენ კოლონები და იქ განვითარებული მოვლენები, როდესაც მათ ე.წ. ცოცხების კორიდორი მოეწყვეს. ვნახეთ, შეკრებილი პირები თბილისისკენ მომავალ ადამიანებს აგინებდნენ, შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამოთქვამდნენ და ჩვენი შეფასებით ეს არის წვრილმანი ხულიგნობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. იქ მობილიზებული იყო პოლიზიცია და მათ შეეძლოთ შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი ან სხვა ღონისძიება გაეტარებინა", – განაცხადა სვიმონიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press