სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.- ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილიმა განაცხადა.
სებედაშვილის განცხადებით, კონკრეტული მედიასასუალებით დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდეები გაჟღერდა.
„გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ, კერძოდ, ე.წ. „ქოლცენტრების“ მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ის პირები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც თავად არაერთხელ ყოფილან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური თანხების მითვისებაში. აღნიშულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, ამავდროულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, აღნიშნული მიმართულებით, ქართველი სამართალდამცავების მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით ყოვლედღიურ რეჟიმში ტარდება პრევენციული და აღკვეთი ღონისძიებები“ - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press