საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია ექსპრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებები და გაბმული ბადეც ამის ნიშანია.
ბექა ბასიალია აცხადებს,რომ რამდენიმე დღის წინ პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო მათ მიერ შეტანილი და უკან გამოტანილი ტექსტების შემოწმება, რაც გააპროტესტეს და ამის საპასუხოდ გააბეს ბადე.
„პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე კომუნკაციის ფარულობის თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს.
როგორც იცით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რწმუნება იმის, რომ იქ დამონტაჟებულ „შტეფცელებში“ არის მოსასმენი აპარატურა, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ისე ვიკონტაქტოთ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მათთვის აღქმადი და გასაგები არ იყოს საადვოკატო საიდუმლოების ნაწილი. რიგ შემთხვევაში ჩვენ ფურცელზე ვწერთ გარკვეულ ტექსტს ისე, რომ კამერების თვალთახედვაში არ მოხვდეს და ვახდენთ ამ ტექსტის გადაწოდებას მიხეილ სააკაშვილისთვის. ახლა ადგნენ და გააბეს ბადე ეს რომ ვერ მოვახერხოთ. ეს ნიშნავს ერთადერთს - ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობას არ იცავს პენიტენციური სამსახური და მათი ამოცანაა, რომ ჩვენი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ყველასთვის სმენადი და ხილვადი იყოს.
სწრაფი ტესტის აღებით ვხვდებოდით ნახევრად გატიხრულ ოთახში, არასდროს არ უთქვამთ, რომ თუ "პისიარ" ტესტით არ მოვიდოდით, მაშინ ამ გატიხრულ ოთახს ბადით შეავსებდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ მათ დაიწყეს ჩვენს მიერ შეტანილი და უკან გამოტანილი ტექსტების შემოწმება, რაზეც ჩვენ განვაცხადეთ პროტესტი და შემდეგ უზრუნველვყავით, რომ კამერის თვალთახედვის არეში არ მომხვდარიყო ნაწერი ტექსტი და ამის პასუხი იყო სწორედ ამ ბადის გაბმა“, - ამბობს ბასილაია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press