მესამე პრეზიდენტის საქმეს თვალს ვადევნებთ ყურადღებით - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები სრულად იყოს დაცული.
"მესამე პრეზიდენტის საქმეს თვალს ვადევნებთ ყურადღებით. მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს მთავარი რამ - მისი, როგორც პატიმრის უფლებები სრულად იყოს დაცული. ეს მოიცავს მისი ჯანმრთელობის დაცვას. არსებობს ძალიან ავტორიტეტული, კარგი ორგანო, ექიმთა კონსილიუმი, რომელიც ამ საქმეს ადევნებს თვალყურს. ასევე, სახალხო დამცველი, რომელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით საგანგებო მანდატი აქვს."- ამბობს ჰარცელი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press