პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ ნებისმიერი სახით თანამშრომლობა.
„ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ („ლელოს“ ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!
არა „ნაცებს“! არა ბოროტებას! „ნაცმოძრაობა“ ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!“, - წერს თავდგირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში 3 წევრი ჰყავდა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press