Foto

ნიკოლოზ სააკაშვილი - ბოროტების ზღვარს გადასცდნენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემს შვილს კლავენ

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას კლავენ, პირდაპირი მნიშვნელობით - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. 

ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას, ნიკოლოზ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 15 დღეა შეტანილი აქვს განაცხადი ექსპრეზიდენტთან ვიზიტზე, თუმცა პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია. 

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას კლავენ, პირდაპირი მნიშვნელობით. ჯერ მეგონა, რომ მკაცრი ზომებია, ანგარიშსწორებაა, მაგრამ ახლა უკვე ბოროტების ზღვარს გადასცდნენ და პირდაპირი მიზანია სიკვდილი. მისი გაჩერება, საავადმყოფოს აი იმ ციხის პირობებში, არის მომავალი სამართლიანი სასამართლოს პრეროგატივა. ყველანი მოხვდებიან სასამართლოს ქვეშ, ასე არ შეიძლება. 

უკვე 15 დღეა, მე ამას ხმამაღლა ვიძახი. შეტანილია განცხადება ჩემს დაშვებაზე მასთან კამერაში - პასუხი არ არის. დღეს მე მოვიკითხე ადვოკატებთან და ასეთი პასუხი მივიღე, რომ განხილვის სტადიაშია."- ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.