ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო - პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას Facebook პოსტით ეხმაურება.
"ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო.პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. აი კანონში სად ნახა მიბრძანდით იკალით თავიო ეგ არ ვიცი. ბევრ ქვეყანაში კანონით თვითმკვლელობა ჯარიმით ისჯება. ესეიგი ამხელა განცხადებას აკეთებს და იქაც ტყუილზე და უვიცობაზე დაფუძნებულს"- წერს ხოშტარია
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ კანონში წერია, რომ "ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება და თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას" და ამაზე პასუხისმგებლები ხელისუფლება არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press