"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. - ამის შესახებ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან ვაშაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
"ჩემო მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი და გადავდივარ თვითიზოლაციაში, შესაბამისად, ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ სრულად ვაქცინირებული თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, მსუბუქად გადავიტან ამ ვირუსს.
მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, აცრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად არის გამოსავალი ჩვენს რეალობაში, რომ შედარებით მსუბუქად გავუმკლავდეთ კოვიდ-19-ს და რაც მთავარია, შევამციროთ გართულებების და სიკვდილიანობის ის მაღალი მაჩვენებელი რაც საქართველოშია", - წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press