"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისში აქტივის მობილიზაცია ხდება და ამომრჩევლის ფულით მოსყიდვას ცდილობენ.
ქუთაისის მერობის კანდიდატი თქმით, წარმოუდგენელს იზამს უბანზე, რომ გარდაუვალი გამარჯვება საბოლოოდ მოიპოვონ.
"ქუთაისში ჩვენ, მათ შორის ჟურნალისტებმა, აღკვეთეს ფაქტი, რომელიც გულისხმობდა, პირადობის მოწმობების ჩაბარებას და ამ ადამიანებისთვის სამწუხარო ფაქტს, ფულის დარიგებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი აქტივის მობილიზაცია ქუთაისში და არა მხოლოდ ქუთაისში, არის ის მასშტაბი, რომელსაც ფიქრობენ, რომ ეყოფათ, მე პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ ხმას გავუფრთხილდებით და წარმოუდგენელს ვიზამთ უბანზე, რომ გარდაუვალი გამარჯვება საბოლოოდ გავიფორმოთ" , - თქვა ხატია დეკანოიძემ.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.
ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტურში, ენმ-ს წარდგენილი კანდიდატი ხატია დეკანოიძე და ქართული ოცნების კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან.
არჩევნების პირველ ტურში, ხატია დეკანოიძემ ხმების 43.33% მოიპოვა, იოსებ ხახალეიშვილმა კი 41.45%.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press