უკრაინელმა დეპუტატებმა ექსპრეზიდენთან მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის უფლება მოიპოვეს.
როგორც რადას დეპუტატი აცხადებს, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
"პოზიცია ყველას ერთი გვაქვს, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს და ოპოზიციას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაბრუნდეს უკან. ჩვენ ყველანი ვღელავთ მის მდგომარეობაზე. სამი დღის განმავლობაში ყველა დონეზე ვახორციელებდით მოლაპარაკებებს, რომ ჩამოვსულიყავით აქ და შევხვედრილიყავით ექსპრეზიდენტს. ჩვენ გვსურს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გავეცნოთ და რაც მთავარია, უკრაინაში გზავნილები ჩავიტანოთ, რადგან ყველა ჩვენი მოქალაქე განიცდის სააკაშვილის მდგომარეობას და ინტერესდება მისით. მოლაპარაკებები გრძელდება უკრაინასა და საქართველოს შორის, უბრალოდ, ეს დახურულ კარს მიღმა ხდება და შესაბამისად, გარეთ ინფორმაციის გამოტანის უფლება არ გავქვს. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, თუმცა რადგან საზოგადოებაში ასე მიიჩნევენ, ანუ ასეა, - აცხადებს უკრიანელი დეპუტატი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press