5 სამოქალაქო აქტივისტი, რომელთა შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია პოლიციამ ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ ხულოგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
აქტივისტები მე-20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება იყო და სამართალდამცველებმა აქტივისტები სწორედ ამ დროს, ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან.
გიორგი მუმლაძე დაკავებამდე "ლაივპრესს" ესაუბრა. მისი თქმით, დილით ამავე უბანზე დაუპირისპირდნენ დამკვირვებელ ბექა პაპაშვილს და სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყეს, რომელმაც სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი გამოავლინა. მუმლაძის განცხადებით, ამ დაპირისპირების ფონზე, მას მიუვარდნენ ათამდე "მოკრიმინალო ელემენტები" ყვირილით და შეურაცხყოფით. "ჩემს გვართან ჰქონდათ პრობლემა, აქ რატომ ხარო მეუბნებოდნენ, მეგრული გვარი რომ არ მქონდა, ამიტომ გაუჩნდათ პრეტენზია. ვუთხარი, რომ მარნეულიდან ვიყავი და აქ რა გინდაო. ეს არის სეპარატიზმის გაღვივება კონკრეტული ჯგუფის მიერ", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press