Foto

ზუგდიდში აქტივისტები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, დააკავეს

5 სამოქალაქო აქტივისტი, რომელთა შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია პოლიციამ ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ ხულოგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

აქტივისტები მე-20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე ფიზიკური  დაპირისპირება იყო და სამართალდამცველებმა აქტივისტები სწორედ ამ დროს, ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან.

გიორგი მუმლაძე დაკავებამდე "ლაივპრესს" ესაუბრა. მისი თქმით, დილით ამავე უბანზე დაუპირისპირდნენ დამკვირვებელ ბექა პაპაშვილს და სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყეს, რომელმაც სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი გამოავლინა. მუმლაძის განცხადებით, ამ დაპირისპირების ფონზე, მას მიუვარდნენ ათამდე "მოკრიმინალო ელემენტები" ყვირილით და შეურაცხყოფით.

"ჩემს გვართან ჰქონდათ პრობლემა, აქ რატომ ხარო მეუბნებოდნენ, მეგრული გვარი რომ არ მქონდა, ამიტომ გაუჩნდათ პრეტენზია. ვუთხარი, რომ მარნეულიდან ვიყავი და აქ რა გინდაო. ეს არის სეპარატიზმის გაღვივება კონკრეტული ჯგუფის მიერ", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.