ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში, ყველაზე ოპოზიციურ უბნებზე შუქს მასობრივად თიშავენ.
"ქუთაისში, ყველაზე ოპოზიციურ უბნებზე შუქს მასიურად აქრობენ! ავტოქარხანაშიც გათიშეს!", — წერს დეკანოიძე ფეისბუქგვერდზე.
ამავეს აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
"საარჩევნო უბნებზე მასიურად აქრობენ შუქებს. 1 საათი და 30 წუთი დარჩა არჩევნების დასრულებამდე. კრიმინალური ოცნება მარცხდება ქართველ ხალხთან. მოდი არჩევნებზე", — წერს ის.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში ელექტროენერგიას აქრობენ. ენერგო პრო ჯორჯიაში კი აცხადებენ, რომ შუქი მხოლოდ ერთ უბანზე გაითიშა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press