მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების - II ტურში ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, თბილისში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
დედაქალაქში არსებული 769 უბნიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 768 უბნის შემაჯამებელი ოქმია შესული, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძემ გაიმარჯვა.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს 55.61 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 44.39 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 768 (99.87%) უბნის მიხედვით..
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press