Foto

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 382 შემთხვევა გამოვლინდა.

NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 42 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 5 389 პირი.