Foto

ოპოზიცია დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს

დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დაანონსა. 

ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ბრძოლა გუშინ არათუ დასრულდა, არამედ დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მათ სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ. 

„იმისთვის, რომ ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება. ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო. შეხვედრამდე რუსთაველის გამზირზე“,- განაცხადა მელიამ.