ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით გამოწვეული დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და "ქართულმა ოცნებამ" ეს შეძლო.
მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვება ერთიანობის დამსახურებაა.
"შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ. ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ სწორედ ეს შევძელით. დღეს ქართული ოცნება არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნეების გუნდი, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი საფუძველი", - განაცხადა კობახიძემ
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press