Foto

სააკაშვილი ისეთ ფაზაშია, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია, ვაპირებთ ევროპულ სასამართლოს მივმართოთ - ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები და რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მივიდნენ. 

შესვლამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიას თქმით, საქართველოში სამართლის სისტემა მოშლილია და გეგმავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. 

"შიმშილობა არის ისეთ ფაზაში შესული, რომ ყოველ დღეს და მოქმედებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლებრივ გზებს, ჩვენ მათ ვიყენებთ, მაგრამ საქართველოში სამართლის სისტემა მოშლილია. აქედან გამომდინარე, ადგილზე სამართლის პოვნა არის ძალიან რთული. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო გზა გამოვიყენოთ მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გზა". - ამბობს ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და  შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის 32-ე დღეა შიმშილობს.