რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველები ხვდებიან. რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ამაზე ადვოკატები პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადებენ.
ადვოკატის თქმით, ახლა ქართველი ხალხის ვალია საქართველოს მესამე პრეზიდენტის კანონიერი გზებით გავათავისუფლება.
"მისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამავდროულად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ვართ უაღრესად შეშფოთებული და დაინტერესებული. ერთი თვე უკვე შესრულდა რაც ის შიმშილობს.
ამავდროულად, ქართველი ხალხის, ქართველი საზოგადოების ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ პირნათლად, რომ პუტინის მძველობიდან მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს მთავარი რეფორმატორი გავათავისუფლოთ კანონიერი გზებით", - განაცხადა ბექა ბასიალიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 32-ე დღეა შიმშილობს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press