მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ გვაქვს ვაქცინა, რომელსაც სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია. - ამის შესახებ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ვაქცინას ალტერნატივა არ აქვს.
"კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 10 000 გადააჭარბა.
მხოლოდ ოქტომბერში 1000 - ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ!
მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია!
ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.