საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ორგანიზაცია "ემპათიამ" ალტერნატიული სამედიცინო კომისია შექმნა. ჯგუფში რამდენიმე პროფილის ექიმია გაერთიანებული.
როგორც, "მთავარ არხთან" მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, მედიკოსები მზად არიან, არა მხოლოდ გააკონტროლონ და შეაფასონ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო დახმარებაც გაუწიონ.
"არ შეიძლება ამ ადამიანის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის. ციხის ისტორიაში წერია, რომ მას აქვს მსუბუქფორმაში გადატანილი კოვიდი, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ჰოლანდიაში, სამედიცინო ბარათში გარკვევით წერია, რომ კოვიდი იყო მძიმე, მას დასჭირდა პულმონოლოგის მონიტორინგი, შესაბამისად აუცილებელია, გაგრძელდეს მონიტორინგი. ძალიან დიდი რისკია და ამიტომ ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს და ასეთი გაყოფილება არის ინტენსიური თერაპიის განყოფილება.
ახლა რომ მოწყობა დაიწყეს ციხის მე-18 დაწესებულებაში ამდაგვარი განყოფილების არის ძალიან სასაცილო და ეს არის სწორედ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მიდგმა და სადამსჯელო ზემოქმედება ფსიქოლოგიური, ადამიანზე",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press