საქართველოს ყოფილი პრეზიდეტნი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მყოფ ოპოზიციას მიმართავს და მოუწოდებს, რომ პარლამენტი დატოვონ.
ამის შესახებ მის წერილშია ნათქვამი, რომელიც ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას ნიკა გვარამიამ გააცნო.
"ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე.
ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება ქვეყნის პატრიოტებისა და უბრალოდ წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და ოცნება დატოვონ საკუთარ თავთან მარტო". - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press