"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიის წევრი დაუკავშირდა და შეატყობინა,როგორ ცდილობდა "ოცნების" წარმომადგენლები არჩევნების გაყალბება დაეძალებინა.
"მე დღეს მინდა წარვუდგინო საზოგადოებას, მტკიცებულება იმის, როგორ გაყალბდა არჩევნები და როგორ იყო მოპარული ქუთაისის ყველა უბანი "ქართული ოცნების" მიერ.
დღეს ჩვენ დაგვიკავშირდა ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი, ქალბატონი იზა, რომელმაც ითხოვა ჩემთან დაკავშირება. მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ როგორ აძალებდნენ ჩაედინა უკანონობა და ხმები "ოცნების" სასარგებლოდ დაეწერა. როცა გადაწყვიტა ჩვენთან მოსულიყო, მანქანიდან დაედევნენ, პოლიციამ გზა გადაუღობა და ერთ-ერთმა "ქართული ოცნების" კოორდინატორმა სცადა მისი მოტაცება, რომელსაც უბრალოდ უნდოდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წარმოედგინა."- განაცხადა დეკანოიძემ გამართულ ბრიფინგზე.
"ქართული ოცნებიდან" ქუთაისის 90-ე კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე ამბობს,რომ "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს გუშინ ესაუბრა და უთხრა, რომ მასზე ზეწოლას და ძალადობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც დახმარება სთხოვა. ამის შემდეგ მას პოლიცია დაედევნა და მისივე თქმით, გატაცება სცადა.
"ვიყავი საოლქო უბნიდან, 90-ე უბანზე, ვიყავი კომისიის წევრი. ვცდილობდი, რომ გამეყალბებინა არჩევნები. მაძალებდა ქალბატონი ინგა, "ოცნების" წარმომადგენელი. დამირეკა, რომ ვინმე შემოვა, გაატარეო. არც ერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ისეთი, სრულიად არცერთი არ ემთხვეოდა მონაცემებს, უბრალოდ სახელი ემთხვეოდა, დანარჩენი არაფერი - სხვა ადამიანი, სხვა პირადობით. არ მოვაწერინე ხელი, გავუშვი ორივე.
მერე დამირეკეს ისევ - რას ჰქვია არ გაატარეო?! უნდა გაგეტარებინაო და შეასრულეო. ასე გავუშვი სხვა პიროვნებებიც და ვეცადე ყველანაირად წესრიგად, იმიტომ რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ხელს მოვაწერდი თუ ბეჭედს დავარტყამდი, ვეცადე არცერთი ბიულეტენი გამეშვა ისე, რომ გამეყალბებინა. სრულიად ყველას ვიღებდი სამართლიანად, პირბადეს ვუწევდი, სახეზე ვაკვირდებოდი, ყველა პირადობას ვამოწმებდი.
მირეკავდნენ ქართული ოცნებიდან წარმომადგენლები მოგაკითხავთო, სად ხართო. დარწმუნებული ვიყავი 2-3 პიროვნება მაინც იქნებოდა, ვეცადე ყველანაირად "გრანდ მოლში" შემეფარებინა თავი. სანამ მოვიდოდნენ მაიკოს შევეხმიანე, დამეტაკნენ, უნდოდათ გამოვეძალე და წამოვეყვანე", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, არჩევნებზე ჰქონდა სია ვინ იყო "ოცნების" წევრი. მისივე განცხადებით, სახლშიც მიაკითხეს და საფრთხე მის ოჯახსაც ემუქრება. იზა ჩირგაძე ყვება, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მის დასაც დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი და საფრთხეში იყო, ითხოვდნენ მისი ქმრის ნომერსაც." - ,ამბობს იზა ჩირგაძე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press