Foto

ჰეილი ბიბერმა Halloween-ისთვის ბრიტნი სპირსის იმიჯი გააცოცხლა

ჰელოუინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში ყველაზე ხშირად ცნობილი ადამიანების გამორჩეული კოსტიუმები ექცევა, რომლებიც საკულტო პერსონაჟებისა და ვარსკვლავების იმიჯს შესანიშნავად ირგებენ.

24 წლის ამერიკელმა მოდელმა ჰელოუინის დღესასწაულისთვის “პოპის პრინცესად” წოდებული ბრიტნი სპირსის ცნობილი იმიჯი მოირგო მუსიკალური ვიდეოებიდან Baby One More Time და Oops!…I Did it Again.