Foto

დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის დაასახელა

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას შრომას “ბალენსიაგას” მოდის სახლისთვის უშედეგოდ არც წელს ჩაუვლია. 

ბრიტანეთის მოდის საბჭომ რამდენიმე საათის წინ დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის დაასახელა.

ქართველი დიზაინერი წლის დიზაინერის/Designer of the Year კატეგორიაშია წარდგენილი.  

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია ასევე ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ჯილდოზეა წარდგენილი, ქართველი დიზაინერი წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაშია ნომინირებული.