ოპოზიცია საპროტესტო აქციას დღეს 17:00 საათზე ბათუმში, 18:00 საათზე კი რუსთავის ციხესთან გამართავს, – აღნიშნულის შესახებ "ნაცინალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
"მეგობრებო!
საქართველო პროტესტს იწყებს!
ხვალ, 17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან/თავისუფლების კვარტალი)
ხვალვე, 18 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!
ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!", – წერს მელია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ აქცია თბილისშიც დაანონსა, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press