საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტის ბოლო ანალიზები არ იყო კარგი.
როგორც ყიფშიძემ გუშინ ღამით, სასჯელაღსრულების დასწესებულებაში ექს–პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა როგორც დამხვდა, არის პრინციპში ისეთივე, როგორც დილას. მედიკამენტებიდან მხოლოდ იმ წამლებს იღებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამ შიმშილობასთან. ბოლო ანალიზებია არ იყო კარგი. კონსილიუმის შეხვედრა არ იქნება, იმიტომ რომ პრეზიდენტმა უარი თქვა. მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის", – განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press